15 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
სააკვებს ვერ იღებს და მთელი მაგის პრობლემა ეგ არის" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილთან მორიგი ვიზიტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საკვების მიღება არ შეუძლია და მთელი პრობლემა ამაში მდგომარეობს.

ალასანიამ პოლონელი ექიმების ჩამოსვლის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ჯერჯერობით უცნობია პოლონელი ექიმები ჩამოვლენ თუ არა საქართველოში.

"ეს მისთვის ჩვეულებრივი მდგომარეობაა, მოწამლული ადამიანისთვის, რომელიც ვერ იღებს, არ იღებს კი არა, ვერ იღებს საკვებს. მე არ გამიგია, რომ ექიმებს არ ემორჩილება. ახლა ჰყავს მას ექიმი, ქალბატონი ლუიზა, რომელსაც ძალიანაც ემორჩილება. მე არ გამიგია, რომ არ ემორჩილება. მათი რეკომენდაცია თუ არის, რომ უნდა მიიღოს 1500 კალორია, ვერ იღებს და მთელი მაგის პრობლემა ეგ არის. ის პოლონელი ექიმები ან ჩამოვლენ ან არ ჩამოვლენ", - განაცხადა გიული ალასანიამ.

დღის ამბები