პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი აცხადებს, რომ ოპოზიციას არ გამოუვიდა ის რევოლუციური სცენარი რაც ჰქონდა დაგეგმილი და ახლა დაიწყეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირება.
"საზოგადოება კარგად ხედავს, რომ სამწუხაროდ ხდება მანიპულაცია, პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, თავად სააკაშვილის მხრიდანაც კი. არ გამოუვიდათ რევოლუციური სცენარები მათ მიერ დარქმეული ე.წ. რუსული კანონების გაპროტესტებიდან გამომდინარე.
ახლა ისევ წამოწევენ პატიმარ სააკაშვილის- ანუ, რეზერვად აქვთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს კინო ნანახი გვაქვს ათჯერ. ახლა პოლონელი ექიმებისთვის ემზადება, რომ მერე იმათმა თქვან, რომ კვდება და ა.შ. ერთი კითხვა, რომელიც დავსვი და არავის პასუხი არ გაუცია იმიტომ, რომ ვერ გასცემდნენ, არის ის, რას ნიშნავს, რომ შიმშილისგან შეიძლება მოკვდეს პატიმარი სააკაშვილი და რომ გადაიყვანენ ჭამას დაიწყებს, თუ ჭამას დაიწყებს აქ დაიწყოს ჭამა,"-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
პარალელურად ოპოზიციაში კეთდება განცხადებები, რომ მათ სურთ საერთაშორისო კომპეტენციის და ავტორიტეტის მქონე სამედიცინო ჯგუფი იყოს ჩართული სააკაშვილის მკურნალობის პროცესში.
ავტორი:ანუკა ბუავა.