ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები. ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარ ჟოზეფ ბორელს შეხვდა.
დახურულ კარს მიღმა, შეხვედრა, დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. ილია დარჩიაშვილმა შეხვედრის დროს, ბორელს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი, ბრიუსელის გაწერილ რეკომენდაციებს აუცილებლად შეასრულებენ და ევროკომისიისგან შესაბამისი დადებითი ანგარიშის იმედიც აქვთ.
ჟოზეფ ბორელის შემდეგ, უკვე ხვალ საგარეო უწყების ხელმძღვანელი "ნატო"-ს ოფისში გადაინაცვლებს სადაც, "ნატო"-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.