15 ნოემბერი 2024,   02:58
ვრცლად
პრეზიდენტის შეფასება გამიკვირდა, კონტექსტი მისთვის ყველაზე კარგად გასაგები უნდა იყოს - ვის ეხებოდა შალვა პაპუაშვილის კომენტარი ე.წ. "1000 ლარიან სტუდენტებთან" დაკავშირებით, როგორია პარლამენტის თავმჯდომარის განმარტება

იყო ერთი შემთხვევა, სადაც ადამიანი არც კი არის სტუდენტი და შეგზავნილი იყო იმისთვის, რომ ჩაეშალა ლექცია- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რითაც დამატებითი განმარტება გააკეთა თავისივე განცხადებაზე, რომელიც სტუდენტებს ეხებოდა. 

"რაც ჩვენ ვნახეთ უნივერსიტეტებში, როდესაც ცდილობდნენ, რომ ლექტორებს ფაქტობრივად აუჭედონ კარები, რაც არ ყოფილა საქართველოში ბოლო 100 წლის განმავლობაში. ბოლოს იყო 100 წლის წინ, როდესაც ტყავის ქურთუკიანი აქტივისტები ლექტორებს აგდებდნენ უნივერსიტეტიდან, ერთი შემთხვევა, სადაც ადამიანი არც კი არის სტუდენტი და შეგზავნილი იყო იმისთვის, რომ ჩაეშალა ლექცია,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისთვის გასაკვირი იყო პრეზიდენტის განცხადება. იმიტომ, რომ პრეზიდენტი, რომელიც არის იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც საქართველოდან წასვლა მოუწია ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს, თუ რას ნიშნავს ადამიანების გარიყვა

"პრეზიდენტის შეფასება გამიკვირდა იმიტომ, რომ კონტექსტი მისთვის ყველაზე კარგად გასაგები უნდა იყოს; იმიტომ, რომ ის არის იმ თაობის, იმ ხალხის წარმომადგენელი, რომელსაც მოუწია საქართველოდან  დევნაში ყოფნა, ზუსტად მას უნდა ესმოდეს რას ნიშნავს ადამიანის გარიყვა. საქმე იმაშია, რომ ერთეული შემთხვევებით იქნება სწორედ აღქმებიაღქმები, თითქოს ეს არის სახალხო პროტესტი, თითქოს ეს არის ზოგადი განწყობა.

აუდიტორიაში პოლიტიკას და პოლიტიკურ დღის წესრიგს არაფერი არ ესაქმება და მე თავადაც ბევრი წლების მანძილზე ვასწავლიდი უნივერსიტეტში, არ ესაქმება არც ლექტორის და არც სტუდენტის მხრიდან. თუ ვინმე არ ეთანხმება რომელიმე ლექტორს, მათ შეუძლიათ არჩევა. ვგულისხმობ იმ ტენდენციას, რაც მოჰყვა შემდეგ აქციას უნივერსიტეტში, ადამიანების გამიჯვნა, ჩვეულებრივი სეგრეგაცია- რაც გულისხმობს ადამიანების მოკვეთას ცხოვრების სეგმენტებიდან,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები