15 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
ვერავინ იტყვის, რომ ქვეყანას არ აქვს უფლება მოაწესრიგოს გამჭვირვალობა, ერთადერთია არასამთავრობო სექტორი, სადაც გაუმჭვირვალე ფინანსებია და ეს სექტორი მონაწილეობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ეს კანონპროექტი გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ამაზე ვენეციის კომისია ხომ გვეტყოდა, რომ ეს არის სიტყვასიტყვითი ამერიკული კანონი, მერე სად წავიდოდნენ?! -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის დაფინანსება იყოს გამჭვირვალე, ვინაიდან სწორედ მესამე სექტორი ასრულებს მნიშვნელოვან როლს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.

"რაც შეეხება იყო თუ არა ამერიკული კანონი- იყო პირდაპირ ლინგვისტური სიტყვასიტყვითი თარგმანი ამერიკული კანონის. როგორც დეოლიგარქიზაციაზე ამბობდნენ, რომ ე უკრაინული კანონი არ არის და ვენეციის კომისია თქვა პირდაპირ- გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ეს არის უკრაინული კანონი.

ჩვენ ეს კანონი გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ამაზე ვენეციის კომისია ხომ გვეტყოდა, რომ ეს არის სიტყვასიტყვითი ამერიკული კანონი, მერე სად წავიდოდნენ?! რაც შეეხება დროს, ჩვენ ვთქვით, რომ თუ რატომ მივიღეთ პირველი მოსმენით. ვერავინ ვერ იტყვის, რომ არ აქვს ქვეყანას უფლება მოაწესრიგოს გამჭვირვალობა. პარტიები, ყველაფერი გამჭვირვალეა, ერთადერთი სექტორი არის არასამთავრობო სექტორი, სადაც არის გაუმჭვირვალე ფინანსები და ეს სექტორი მონაწილეობს აქტიურად პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები