15 ნოემბერი 2024,   02:59
ვრცლად
რადიკალურ ოპოზიციას მოღალატის საკუთარი წარმოდგენა აქვს შექმნილი და ახლა, სიძულვილის ენით, წარმოსახვით მტრებსა და "ქარის წისქვილებს" ებრძვიან - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში სიძულვილის ენის შესამცირებლად საჭიროა, სიძულვილი პირველ რიგში ყველამ საკუთარ თავში დაამარცხოს.

პაპუაშვილის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას მოღალატის საკუთარი წარმოდგენა აქვს შექმნილი და ახლა, სიძულვილის ენით წარმოსახვით მტრებსა და "ქარის წისქვილებს" ებრძვიან.

"ყველამ უარი უნდა უთხრას იმ მოწოდებებს, რომელიც გულისხმობს - ხელი არ ჩამოართვა, მოღალატეები უწოდო, და ა.შ. ამას ყველა უნდა გაემიჯნოს. ამას სანამ თავის თავში და საჯაროდ არ გაემიჯნება, ამ სიძულვილს მაინც ატარებენ. ჩვენ ვნახეთ, რომ საკუთარ თავში შექმნეს რაღაც წარმოდგენა მოღალატეების და ახლა დგანან და ებრძვიან ამ წარმოსახვით მტრებს და "ქარის წისქვილებს". პირველ რიგში, ეს სიძულვილი ყველამ უნდა დაამარცხოს საკუთარ თავში. მეორე, ჩვენ დეპოლარიზაციაზე როდესაც ვსაუბრობდით, იქ სადაც 12 პუნქტზე მუშაობა იყო, სამუშაო ჯგუფებში ვინც მუშაობდა, მათ შორის საკმაოდ აკადემიური ურთიერთობა იყო და რიტორიკა იყო მოზომილი. ვინც თავიდანვე ბოიკოტს უცხადებდა ამ სამუშაო ჯგუფებს, ამ ჯგუფებისგან მტრის ხატი უნდა შეექმნათ, უნდა ებრძოლათ ამ ჯგუფების წინააღმდეგ და სწორედ ისინი აღვივებდნენ ამ რიტორიკას და საბოლოო ჯამში სპირალია, რთულია აქ მოძებნო ვინ დაიწყო და ვინ გააგრძელა. ფაქტია, რომ ჩვენ თავიდანვე შევთავაზეთ ღია კარის პრინციპი, 9 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და ყველგან შევთავაზეთ შემოსვლა. იცით, რომ "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" , ეს სამი რადიკალური ფრთა არაფერში არ იღებდა მონაწილეობას, ერთი-ორგან სადმე თუ მიაჭირეს კენჭისყრაზე თითი და იმასაც გვამადლიან, მაგრამ არაფერი არა გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ეს თანხმობა ყოფილიყო და პირდაპირ ურტყამდნენ ამ სამუშაო პროცესს",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები