"ხალხის ძალის“ წევრის ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, მათ მიერ შემუშავებულმა კანონპროექტმა, კრაზანების ბუდე ჩამოშალა და არაერთი კარგად შეფუთული, ნიღბით შემოსილი პერსონისა თუ ორგანიზაციის რეალური სახე გამოაჩინა.
მისი თქმით, კანონპროექტმა ცხადყო, რა მასშტაბის აგონიაა ოპოზიციაში.
"ჩვენმა კანონპროექტმა პირდაპირ კრაზანების ბუდე ჩამოშალა - არაერთმა კარგად შეფუთულმა, ნიღბით შემოსილმა პერსონამ თუ ორგანიზაციამ რეალური სახე გამოაჩინა. ვნახეთ, რა მასშტაბის აგონიასთან გვქონდა საქმე. ეს ადამიანები სხვადასხვა საზოგადოებრივი სიკეთის კეთებაში მეტრები არიან და ამ დროს მათგან აბსურდული დამოკიდებულება გავიგეთ, რომ თურმე კანონპროექტის შინაარსში არავინ უნდა შესულიყვნენ", - ამის შესახებ გადაცემაში "პოსტ ანალიტიკა“ "ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რაც დრო გავა, უფრო მეტად გამოჩნდება თუ რა მოიტანა ამ კანონპროექტმა, მათ შორის, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თითქოსდა უწყინარი, სახელმწიფო საქმეების კეთების საფარქვეშ სხვა ზრახვებს ატარებენ.