18 აპრილი 2024,   14:36
ვრცლად
64 წლის მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ კი, ლიფტის კაბინას ცეცხლის წაუკიდეს - მუხიანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

50-ზე მეტი ჭრილობა ცივი იარაღით - მუხიანში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა გახსნილია. დაკავებულია 45-წლამდე პირი. დანაშაული თბილისში, გუშინ მოხდა - 64 წლის მამაკაცის დანით დასახიჩრებული ცხედარი მეზობლებმა მისივე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ნახეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა რამაზ ბასილაძეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მეზობლები მკვლელობის მოტივზე ვერ საუბრობენ, მათი ინფორმაციით, კონფლიქტი შელაპარაკების საფუძველზე მოხდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.

დღის ამბები