15 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
ღიად გავცვალე მოსაზრებები ილია დარჩიაშვილთან საქართველოს ევროკავშირის გზაზე აუცილებელ რეფორმებსა და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობაზე - ჟოზეფ ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა "ტვიტერში" დაწერა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ვიზიტის დროს საქართველოს ევროკავშირის გზაზე აუცილებელ რეფორმებსა და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრეს.

"ღიად გავცვალე მოსაზრებები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან საქართველოს ევროკავშირის გზაზე აუცილებელ რეფორმებსა და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობაზე.

ხაზი გავუსვი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს. განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების მდგომარეობა და ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მდგრადობის გასაძლიერებლად," - განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

დღის ამბები