15 ნოემბერი 2024,   02:56
ვრცლად
ჩვენი მიზანი არის კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში და ჩვენი დღის წესრიგი არის 12 პუნქტის შესრულება-ირაკლი კობახიძე

საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ირაკლი კობახიძე ეხმიანება - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე აცხადებს, რომ გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

"გერმანიის მხარდაჭერა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მას აქვს დიდი როლი ევროკავშირის შიგნით და აქედან გამომდინარე, ეს შეხვედრა და ეს ფორმატი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი და ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი მიზანი არის კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში და ჩვენი დღის წესრიგი არის 12 პუნქტის შესრულება. რაც შეეხება დაბრკოლებებს, ეს იქნება რადიკალური ოპოზიცია,"- აცხადებს კობახიძე.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

დღის ამბები