15 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
მისი ამ პირობებში მკურნალობა არის შეუძლებელი და უნდათ, რომ აიცილონ ეს პასუხისმგებლობა თავიდან - დავით ხაჯიშვილი სააკაშვილზე

მიზანშეწონილია თუ არა სააკაშვილის კლინიკაში ყოფნა - საკითხზე დილიდან კეთდება პოლიტიკური შეფასებები. "ნაციონალური მოძრაობა" ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს.

"მისი ამ პირობებში მკურნალობა არის შეუძლებელი და უნდათ, რომ აიცილონ ეს პასუხისმგებლობა თავიდან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს აუცილებლად, რაც უფრო მალე მით უკეთესი იქნება, რომ იყოს გაგზავნილი საზღვარგარეთ.

რაც შეეხება მის დაბრუნებას რუსთავის საპყრობილეში, მე მეეჭვება, რომ ხელისუფლება ამ ავანტიურაზე წავიდეს," - განაცხადა ენმ-ს წევრმა, დავით ხაჯიშვილმა.

ცნობისთვის, "ვივამედი" მიმართავს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, საკითხი შეისწავლონ, რადგან მათი შეფასებით, "ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც პაციენტი თანხმობას აცხადებს, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში".

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები