15 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
საქართველოში გერმანიის მაღალი ოფიციალური პირის ვიზიტი უსვამს ხაზს, რომ ქართველი ხალხისთვის გერმანია აქტიურ მოკავშირედ რჩება - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის ვიზიტი ხაზს უსვამს, რომ გერმანია ჩვენი ქვეყნისთვის აქტიურ მოკავშირედ რჩება.

"ნიშანდობლივია რომ მინისტრი შეხვდება, როგორ ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რაც არის იმის დასტური, რომ გერმანია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ევროკავშირში,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ორდღიანი ვიზიტის დროს ანალენა ბერბოკი ეწვევა საოკუპაციო ხაზსაც.

დღის ამბები