15 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
დაგისახელებთ კონკრეტულ ორგანიზაციებს და ვერსად ვერ ამოიკითხავთ ინფორმაციას იმაზე, თუ ვინ რამდენით აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. მისივე თქმით, არ არის გამჭვირვალე მათი საქმიანობაც. 

"არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება საქართველოში არ არის გამჭვირვალე. ჩვენ გვქონდა ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა გამჭვირვალობას, თუმცა ეს კანონი გაწვეულ იქნა. აქედან გამომდინარე, დღესაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არ არის გამჭვირვალე.

დაგისახელებთ კონკრეტულ ორგანიზაციებს და ვერსად ვერ ამოიკითხავთ ინფორმაციას იმაზე, თუ ვინ რამდენით აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს. ეს არის სერიოზული პრობლემა, ასევე სერიოზული პრობლემაა, რომ ხდება პარტიების დაფინანსება შემოვლითი გზით უცხოური წყაროებიდან, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია "დროას" დაფინანსება. არის შექმნილი ფეიკ ენჯეო "დროა“, იმავე სახელით, იმავე ლოგოთი, ეს არის ფიქტიური, ქაღალდზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება გარე წყაროებიდან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. ეს არის ჩვენთვის გაუგებარი პრაქტიკა და ამაზე გავაგრძელებთ საუბარს,“ – განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები