15 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
"მოეშვას ამ თაღლითობას, მოეშვას არასამთავრობო სექტორზე დარტყმას, მოეშვას ოპოზიციური პარტიების დევნას" - სერგო ჩიხლაძე შალვა პაპუაშვილზე  

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სპეკულაციას უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიები მათ მიერ დაარსებული ენჯეოების შემოსავალს პოლიტიკურ საქმიანობას ახმარენ. 

სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ევროპაშიც აპრობირებული მეთოდია ის, რომ პარტიებს აქვთ არასამთავრობოები პარალელურად, თუმცა მათი მიზანი განათლება და უფლებადაცვითი საქმიანობაა.

"ბატონ პაპუაშვილს აქვს გერმანულ განათლება, გერმანულ ორგანიზაციებში მუშაობდა და მგონი, ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ყველა გერმანულ პარტიას, იგივე ქრისტიან-დემოკრატებს, თავისუფალ დემოკრატებს, ვინც ხელისუფლებაში არიან, მათთან აფელირებული არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მოღვაწეობენ.  ამიტომ, ის, რომ პარტიას ჰქონდეს აფელირებული არსამთავრობო სექტორი, რომლითაც ის სამოქალაქო განათლებას ან იმ ღირებულებების გავრცელებას ემსახურება, რაც პარტიას აქვს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ამიტომ, მოეშვას ამ თაღლითობას, მოეშვას არასამთავრობო სექტორზე დარტყმას, მოეშვას ოპოზიციური პარტიების დევნას,“ - აცხადებს სერგო ჩიხლაძე. 

დღის ამბები