15 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
აჭარის მთავრობამ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (KFW) თანამშრომლობით ტყის მდგრადი მართვის პროექტი დაიწყო

აჭარის მთავრობამ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (KFW) თანამშრომლობით ტყის მდგრადი მართვის პროექტი დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

"აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW), გერმანიის ჰესენის მიწის სატყეო სააგენტოს და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელების დეტალები განიხილეს.

ახალი პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ KfW-ს მეშვეობით ხორციელდება და მიზნად ისახავს აჭარის სატყეო სააგენტოს მხარდაჭერას და ტყით მდგრადი სარგებლობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას. პროექტის ბიუჯეტი 7,5 მლნ ევროს შეადგენს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. გერმანიის დელეგაციის მხრიდან, გამოითქვა მზადყოფნა აჭარაში სამომავლო პროექტების მხარდაჭერის შესახებ," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები