26 აპრილი 2024,   06:57
ვრცლად
ხმაური ჯანდაცვის სამინისტროსთან - იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლები აქციას მართავენ და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ხმაური ჯანდაცვის სამინისტროსთან - იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლები აქციას მართავენ. მათ გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. შემდეგ კი სამინისტროს შესასვლელთან გადაინაცვლეს და იქ შესვლის უფლებას მოქალაქეებსაც არ აძლევენ. მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის მიზეზი დაფინანსებაა, რომელიც საჭირო მედიკამენტების შესაძენადაა აუცილებელი. მათივე ინფორმაციით, სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგება.

"ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას იქამდე, სანამ პირველი დოზა არ გაუკეთდება ოცივე ბავშვს, რომელიც საქართველოშია," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დღის ამბები