15 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
"სახალხო დამცველის წარმომადგენელს ვთხოვე, სასწრაფოდ შევიდეს კომისია და გავარკვიოთ, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა"-შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა. შალვა ხაჭაპურიძემ "ვივამედის" განცხადების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის შესწავლა ომბუდსმენის კონსილიუმისგან მოითხოვა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება არ შეიძლება. ადვოკატს პირადად ლევან იოსელიანი არ შეხვედრია.

"ჩვენი თხოვნა იყო, რომ სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი შეხვდეს "ვივამედის" დირექტორს, რასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება გუშინ. ასევე ვაცნობე იმის შესახებ, რომ კლინიკა "ვივამედი" არ გვაძლევს ავადმყოფის ისტორიებს და ვართ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში.

გარდა ამისა, ვთხოვე, რომ სასწრაფოდ შევიდეს კომისია და გავარკვიოთ თუ როგორია მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლისგან პასუხი იყო, რომ ხაჭაპურიძის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ჯგუფი მუშაობს.

"პასუხს გვაცნობებენ დღეს ან ხვალ. აპირებენ გაარკვიონ თუ რასთან დაკავშირებით იყო გაკეთებული განცხადება",- აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ავტორი:ანუკა ბუავა. 

დღის ამბები