მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა. შალვა ხაჭაპურიძემ "ვივამედის" განცხადების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის შესწავლა ომბუდსმენის კონსილიუმისგან მოითხოვა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება არ შეიძლება- ადვოკატს პირადად ლევან იოსელიანი არ შეხვედრია.
პარალელურად, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატის პრეროგატივა არ არის თუ, რომელ სამოქალაქო კლინიკაში მოხდება ექსპრეზიდენტის გადაყვანა. თუმცა იოსელიანი ამბობს იმასაც, რომ ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის გადაყვანამ პენიტენციური დაწესებულების ციხეში, შესაძლოა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე შეუქმნას.
"არ ვიცი ეს განცხადება გულისხმობს თუ არა მაინცდამაინც მის ციხეში დაბრუნებას. მისი ციხის საავადმყოფოში დაბრუნება, შესაძლოა საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. ჩემი ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებიც ამ აზრზე არიან. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რაც სახალხო დამცველის მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა დაფიქსირებული. არ მინდა, რომ მის მიმართ განხორციელდეს ისეთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს,"-აცხადებს ლევან იოსელიანი.
ავტორი: ანუკა ბუავა.