"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პარტიას ტოვებს. აღნიშნული განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
მისივე თქმით, პარტიასთან ერთად ტოვებს ფრაქციასაც.
"ვფიქრობ, რაღაცნაირად ალბათ ეს თანამშრომლობა დასრულდება. ვერ გეტყვით დროს და მომენტს. ეს ლოგიკურია იმის შემდეგ, რაც მე გუშინ ვთქვი. პოლიტიკიდან არ ვაპირებ წასვლას. ჩემთვის ეს პრინციპის და ღირსების საკითხია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.