26 აგვისტო 2026,   03:39
ვრცლად
ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო


ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებლად დაიწყო იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის მოქმედი ჩემპიონები ნეაპოლში "დიეგო მარადონას" სახელობის სტადიონზე ინგლისთან 1-2 დამარცხდნენ.

ბრიტანელებმა 1961 წლის შემდეგ, პირველად იტალიაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. ინგლისის ნაკრების შემადგენლობიდან, გოლები, დეკ-ლან რაისმა და ჰარი კეინმა გაიტანეს.

მეორე ნახევარში, სტუმართა გუნდი მოედანზე ათი ფეხბურთელით დარჩა, იტალიელებმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს თუმცა შეხვედრის გადარჩენა ვერ შეძლეს.

იტალია-ინგლისის გარდა საკვალიფიკაციო ეტაპზე გუშინ გვიან ღამით შვიდი შეხვედრა გაიმართა, საინტერესოდ წარიმართა სკანდინავიური დერბი, დანიამ ფინეთის ნაკრები 3-1 დაამარცხა. ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩები დღეს გაგრძელდება. მთავარი დაპირისპირება პარიზში გაიმართება, საფრანგეთი ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებს უმასპინძლებს, შეხვედრა 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

დღის ამბები