აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიება სწავლობს შვეიცარიული ფინანსური ჯგუფების, Credit Suisse-სა და "იუ-ბი-ეს"-ის საქმიანობას.
როგორც Reuters გამოცემა Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი იკვლევს, ეხმარებოდნენ თუ არა ამ ჯგუფების წარმომადგენელი ფინანსისტები რუს ოლიგარქებს სანქციებისაგან თავის არიდებაში.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ასევე დაკითხვაზე დაბარების უწყება გაუგზავნა რამდენიმე წამყვანი ამერიკული ბანკის თანამშრომლებსაც. როგორც მედია წერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს სურს, გამოავლინოს ბანკის ის თანამშრომლები, რომლებიც სანქციების ქვეშ მყოფ კლიენტებთან მუშაობდნენ და როგორ ხდებოდა აღნიშნული კლიენტების შემოწმება ბოლო წლებში.
სტატიაში ნათქვამია, რომ გამორიცხული არ არის, შემდგომში ბანკირების წინააღმდეგ დამატებითი გამოძიებაც ჩატარდეს.