15 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
პერსპექტივა და მომავალი აქვს ხვალინდელ დღეზე ფიქრს, ღირსებით ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისათვის და ევროპულობისათვის - მამუკა მდინარაძე

პერსპექტივა და მომავალი აქვს ხვალინდელ დღეზე ფიქრს, ღირსებით ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისათვის და ევროპულობისათვის - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი ღირსებით გახდება.

"დღეს ეროვნული ინტერესი არის მშვიდობა, განვითარება, ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმებისთვის თქმა, რომ ჩვენ ამ საერთო ომს მშვიდობით, განვითარებით მოვიგებთ. ღირსებით შევალთ ევროპაში. ბეწვის ხიდზე ჯანჯღარს და ქვეყნის ამოყირავების მცდელობას არ აქვს პერსპექტივა. პერსპექტივა და მომავალი აქვს ხვალინდელ დღეზე ფიქრს, ღირსებით ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისა და ევროპულობისთვის. ეს არის ყველაზე მთავარი და ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. დანარჩენი ყველაფერი არის ქვეყნის საბოტაჟი და ჩვენ ღირსებით გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები