15 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
ბეწვის ხიდზე ჯანჯღარს და ქვეყნის ამოყირავების მცდელობას არ აქვს პერსპექტივა, მომავალი აქვს ღირსებით ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღეს ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის და გადარჩენის საკითხი ეროვნული ინტერესის ამოცანა გახდა. 

მისივე თქმით, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი ღირსებით გახდება. 

"სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ დავდივართ ბეწვის ხიდზე. მართლაც, ეროვნული ამოცანების რიგში დადგა გადარჩენის საკითხი ურთულესი გეოპოლიტიკური და ზოგადად, რეგიონში თუ მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე, და ამ გამოწვევის პარალელურად, ხდება ამ ბეწვის ხიდზე აქედან და იქედან ხელის კვრა, რომ რაღაცნაირად უფსკრულში აღმოვჩნდეთ და სხვა ინტერესები დავაკმაყოფილოთ. ახლა არის ქართული საზოგადოების ჯერი, როდესაც მან უნდა გადაწყვიტოს, მან უნდა გაიაზროს კარგად და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი საბედნიეროდ, ამას იაზრებს, თორემ ასე თამამად ამ თემაზე ვერ ვილაპარაკებდით. ბოლო მცდელობა ჩვენი ოპოზიციისა იყო ე.წ. რუსული კანონის ნარატივი, როცა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, პარლამენტში დაახლოებით 7-8 წუთის განმავლობაში არა "რუსულ კანონს" ისმოდა, მეტი არაფერი არ უთქვამთ. ზომბირებულად, "არა რუსულ კანონს" - იძახდნენ და სიღრმეში არავის უნდოდა ჩასვლა, იმიტომ, რომ ეს იყო საუკუნის ფეიკი.

მერე აღმოჩნდა თურმე კანადაში, თურმე ბრიტანეთში ლორდთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, თურმე ავსტრალიაშიც, თურმე ახალ ზელანდიაში, თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურმე მართლა თარგმანი ყოფილა. რატომ არის საქართველოში რუსული, რომელიც ყველა დანარჩენ ქვეყანაში თურმე ამერიკულია. ხომ არ არის მართლაც ეს მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა?....

როგორც კი რაღაც იძაბება ამ ქვეყანაში, საეჭვო გარემოებები ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს. ეს შეიძლება ჩემი სუბიექტურად გამოთქმული ეჭვი იყოს, მათ შორის ყოველთვის, მაშველ რგოლად რუსული საინფორმაციო წყაროების გავრცელებული ინფორმაციები, რუსეთიდან წამოსული განცხადებები ემთხვევა ხოლმე. ბევრჯერ მოხდა ისე, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ რუსული დაფინანსებით ან როგორც მინიმუმ, რუსული ინტერესებით დალაგებული კამპანია, ასევე მხარდაჭერილი იყო ხოლმე ხშირად დასავლეთში არსებული რომელიღაც ორგანიზაციის ფინანსებით.

დღეს ეროვნული ინტერესი არის მშვიდობა, განვითარება, ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმებისთვის თქმა, რომ ჩვენ ამ საერთო ომს, მშვიდობით, განვითარებით მოვიგებთ. ღირსებით შევალთ ევროპაში. ბეწვის ხიდზე ჯანჯღარს და ქვეყნის ამოყირავების მცდელობას არ აქვს პერსპექტივა. პერსპექტივა და მომავალი აქვს ხვალინდელ დღეზე ფიქრს, ღირსებით ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ევროპულობისთვის. ეს არის ყველაზე მთავარი და ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ," - განაცხადა  მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები