15 ნოემბერი 2024,   02:55
ვრცლად
ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე და სახელმწიფოებრიობა, ამ საფრთხესთან გვიწევს დღეს გამკლავება - ირაკლი ჩიქოვანი

"სამხედრო ესკალაციის პირობებში, აქ "ქართული ოცნების" უსაფრთხოება კი არ დგას, აქ ქართული სახელმწიფოებრიობის საკითხი დგას საფრთხის ქვეშ და ზუსტად ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს პარლამენტში, პრემიერის სიტყვი გამოსვლის შემდეგ განაცხადა. 

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

"სამხედრო ესკალაციის პირობებში, აქ "ქართული ოცნების" უსაფრთხოება კი არ დგას პრობლემის ქვეშ, აქ თქვენი უსაფრთხოება კი არ დგას საფრთხის ქვეშ, აქ ქართული სახელმწიფო, მთელი სახელმწიფოებრიობის საკითხი დგას საფრთხის ქვეშ და ზუსტად ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით, პრემიერ-მინისტრის პოზიციაც ეს იყო, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე და სახელმწიფოებრიობა. ამ საფრთხესთან გვიწევს დღეს გამკლავება და ამაში თანამონაწილეობა ევალება აბსოლუტურად ყველას. 

პრემიერ-მინისტრმა ძალიან პირდაპირ ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი და ყველა მტერს, ამ სახელმწიფოს ინტერესის მოძულეს, ადამიანს, სუბიექტს, ობიექტს, მნიშვნელობა არ აქვს, სარკეში ჩაახედა. ამ ქვეყნის მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ ჩვენ სახელმწიფო ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა გავატაროთ და დღეს იქნება თუ ხვალ, მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

 

 

დღის ამბები