დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარსდგა, საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან თხოვნა გადასცა.
"მინდა ქალბატონ ანალენა ბერბოკს გადასცეთ, რომ 1917-21 წლებში რაც დაგვემართა, რაც დაგვემართა 1990-იან წლებში და შემდგომში, 2008 წლის ანექსიის დროს, ახლა ჩვენ ძალიან გვჭირდება მათი მხარდაჭერა და ნუ დააყენებენ საქართველოს ამ რისკის ქვეშ კიდევ ერთხელ, იმიტომ, რომ გერმანიის იმედად იყო პირველი რესპუბლიკა, ევროპის იმედად იყო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ახლა ვართ დასავლეთის და ევროპის იმედად.
ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ძალა ევროპაშია, ცივილიზაცია ევროპაშია და ჩვენ ნუ დაგვაღალატებს ევროპა," - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მანვე ილია დარჩიაშვილს და სამინისტროს გუნდს კომიტეტთან თანამშრომლობისთვის და დიასპორაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.