საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის პირველ დიპლომატ ანალენა ბერბოკს, დღეს შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც ჰქონდა, შეხვედრას სხვა ლიდერებთან ერთად არ ესწრებოდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
რატომ არ ესწრებოდა შეხვედრას ენმ-ს თავმჯდომარე, ამ შეკითხვაზე პასუხისას პარტიის ერთ-ერთ ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განმარტა, რომ წინასწარი შეთანხმებით, შეხვედრა ინგლისურად, თარჯიმნების გარეშე უნდა გამართულიყო და სწორედ ამიტომ არ იმყოფებოდა იქ ლევან ხაბეიშვილი.
"მოთხოვნა იყო, რომ შეხვედრა უნდა გაიმართოს ინგლისურად, თარჯიმნების გარეშეო" - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.