15 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
მკაფიოდ გაცხადდა, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე - ლევან იზორია საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე

საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი  დასრულდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანალენა ბერბოკის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გერმანელი დიპლომატი ქართველმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილმა გააცილა.

მანამდე კი, გერმანიის  საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ შეაფასა:

"მკაფიოდ გაცხადდა, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე. მკაფიოდ გაცხადდა ყველა შეხვედრაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა ევროპისა და ყველაფერს გავაკეთებთ 12 პუნქტის განხორციელების თვალსაზრისით, რომ ყველაფერს მივაღწიოთ," - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ლევან იზორია.

ანალენა ბერბოკმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ის ასევე მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მინისტრი ეწვია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. გერმანიის პირველმა დიპლომატმა  საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს პატივი მიაგო.

დღის ამბები