საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დაპირისპირების ნაცვლად, უმჯობესია 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული.
კელი დეგნანის თქმით, გარკვეული პროგრესი არის, თუმცა გასაკეთებელი უფრო მეტია.
"საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა საქართველო რეფორმებს, რომელიც ევროკავშირმა დასახა, როგორც გზამკვლევი საქართველოს ევროპისკენ სავალ გზაზე. ეს დამოკიდებულია ყველაზე, დამოკიდებულია პარლამენტზე, სხვა დაინტერესებულ მხარეებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელსაც შეუძლია წვლილის შეტანა საჭირო რეფორმების განხორციელება. პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. არის რეფორმები, რაც დღეს არ დაწყებულა, გარკვეული მიღწეულია, თუმცა უფრო მეტია გასაკეთებელი. უმჯობესია დაპირისპირების ნაცვლად შესრულდეს 12 რეკომენდაცია. ვნახეთ, რომ ხალხი ერთგულია ევროპული არჩევანის, იმედია ხელისუფლება ხალხს მოუსმენს," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კლეი დეგნანი.