15 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
"ლელოს" პოზიციაა, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ ვთქვით, რომ ზოგადად პოზიცია, რომ ხელისუფლების გამო არ უნდა მიიღოს სტატუსი, არ არის სწორი - სალომე სამადაშვილი

პარტია "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადება დილიდან შეფასებების თემაა.

როგორც "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი განმარტავს, მამუკა ხაზარაძემ იგულისხმა, რომ საქართველოსთვის მმართველი ხელისუფლების გამო სტატუსის არმიცემა არასწორია.

სამადაშვილის თქმით, რეალობა არის ის, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველოსთვის ევროპული კარი გაიღოს.

"მან იგულისხმა, რომ "ლელოს" პოზიცია არის ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ ზოგადად პოზიცია, რომ ხელისუფლების გამო არ უნდა მიიღოს სტატუსი არ არის სწორი, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, გაატაროს ის რეფორმები რომელიც ამ კარს ჩვენთვის გახსნის", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, "ვიღაცების პოზიციაა, რომ "ქართული ოცნების" პირობებში არ უნდა იქნას მიღებული კანდიდატობა", რასაც ის და მისი პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

დღის ამბები