18 მაისი 2024,   15:14
ვრცლად
განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დანაშაულს აღიარებს, თუმცა განმარტავს, რომ თავს იცავდა

განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი დანაშაულს აღიარებს, თუმცა განმარტავს, რომ ის თავს იცავდა. საუბარია მუხიანში მომხდარ მკვლელობაზე, რა დროსაც ადგილობრივებმა ლიფტში დასახიჩრებული მეზობლის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილს 50-ზე მეტი ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. დაკავებულმა სასამართლოზე სიტყვის უფლებით ისარგებლა. მოსამართლემ ბრალდებულს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმე არსებით განხილვაზე გადადის.

დღის ამბები