ანალენა ბერბოკის ვიზიტის დასრულების შემდეგ, გერმანიის საელჩომ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ანალენა ბერბოკმა საქართველო პოლიტიკური შეხვედრებიდან და ახალგაზრდობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრებისას მიღებული შთაბეჭდილებებით დატვირთულმა დატოვა.
"დატვირთული და ინტენსიური 24 საათის შემდეგ გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს დავემშვიდობეთ. მან საქართველო პოლიტიკური შეხვედრებიდან და ახალგაზრდობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრებისას მიღებული შთაბეჭდილებებით დატვირთულმა დატოვა. მეხსიერებაში დარჩება შეხვედრები აქტიურ ადამიანებთან, რომლებიც დიდი სულისკვეთებით იღვწიან ქვეყნის ევროპული მომავლისათვის. გერმანია მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას ამ გზაზე საქართველოს დასახმარებლად. მადლობას ვუხდით ქალბატონ ბერბოკს საქართველოში ჩამოსვლისთვის და მოუთმენლად ველით მის შემდეგ ვიზიტს!" - აღნიშნულია განცხადებაში.