16 აპრილი 2024,   09:11
ვრცლად
საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა, თუ როგორ ზიანდება საქართველოს რეპუტაცია იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ტყვეობაშია - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ნორვეგიაში, მიხეილ სააკაშვილისთვის პრიზის გადაცემას გამოეხმაურა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა, თუ როგორ ზიანდება ქვეყნის რეპუტაცია იმ პირობებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება.

"გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა თუ როგორ ზიანდება საქართველოს რეპუტაცია იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ტყვეობაში იმყოფება. თუ ხელისუფლება უახლოეს პერიოდში არ იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის რეპუტაცია არ დააზიანოს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამის თვის მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, მაშინ ჩვენ ქართველ ხალხს, ყველას ერთად მოგვიწევს ბრძოლა და ჩვენი ევროპული მომავლის დაცვა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღის ამბები