საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ბელორუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსება, ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია.
ბორელის თქმით, ბელორუს ჯერ კიდევ შეუძლია პროცესის შეჩერება.
„ბელარუსის მასპინძლობა რუსული ბირთვული იარაღისთვის ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის.
ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს ეს, ეს მათი არჩევანია.
ევროკავშირი მზადაა უპასუხოს შემდგომი სანქციებით“ , - დაწერა ბორელმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.