15 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
გერმანიის ძლიერი ხმა განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას, 2022 წელი იყო ძალიან აქტიური ამ მიმართულებით-ილია დარჩიაშვილი 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირის გზაზე განპირობებულია საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯების საფუძველზე.

ამასთან, ილია დარჩიაშვილი კურიერი P.S-ის ეთერში  აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ჰქონდა მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები ბერლინში. 

მინისტრის თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არის დინამიური და ინტენსიური ურთიერთობების გაგრძელების საწინდარი. 

"დღეს არსებულ გარემოებას, როდესაც ჩვენ ვხედავთ გერმანიის ძლიერ ხმას, ალბათ ამას აქვს ორი მიზეზი: ერთი ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას, 2022 წელი იყო ძალიან აქტიური ამ მიმართულებით,  გვქონდა პრემიერ-მინისტრის საგარეო აქტივობები, ვიზიტები. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი გვქონდა საქართველოს პრემიერ მინისტრის ბერლინში, მეც მქონდა წლის განმავლობაში რა რამდენჯერმე ქალბატონ ბერბუკთან შეხვედრის შესაძლებლობა. ამ დინამიურმა ურთიერთობებმა, რა თქმა უნდა, შექმნა ძალიან მყარი საფუძველი, რომ ურთიერთობები ინტენსიურად გაგრძელდეს და მისი საქართველოში ვიზიტიც სწორედ ამის გაგრძელებაა," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. 

პარალელურად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არსებობს ერთიანი, შეჯერებული პოზიცია, რომლის თანახმადაც მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გაანაგრძოს გაფართოება.  

"მეორე მიზეზი კი ის არის, რომ დღეს, არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით,  ადრე თუ იყვნენ ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში შედარებით სკეპტიკურად უყურებდნენ ევროკავშირის გაფართოების  პოლიტიკას, დღეს ყველას ერთიანი პოზიციაა, რომ ევროკავშირმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს გაფართოება და ეს არის პასუხი ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციის მისამართით.

როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირის გაფართოებაზე, მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ საქართველო არის გაფართოების პაკეტის ნაწილი დასავლეთ-ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად- ჩვენ სწორედ ამ ჯგუფში, რომელსაც გაფართოების პაკეტის წევრი ქვეყნები ჰქვია ძალიან აქტიურად ვმუშაობთ  ჩვენს პარტნიორებთან, რომ საქართველომ გადადგას შემდეგი ნაბიჯი, მიიღოს სტატუსი და საბოლოო ფაზა, რომელშიც გადავალთ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ეს იქნება მოლაპარაკებების დაწყება საბოლოო წევრობაზე,"-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. 

დღის ამბები