ბათუმში, სადაც "ქართული ოცნების" კონფერენცია უნდა დაიწყოს ხმაური იყო. ადგილზე მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრები.
"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხათუნა ბერიძემ „ქართული ოცნების“ წევრ გიორგი გიორგაძეს ხელი გაარტყა, რასაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მოწყობილ პროვოკაციაზე საუბრობს.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიული კონფერენციის გამართვას გეგმავს, რომელიც ბათუმიდან იწყება.