მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ურთიერთბრალდებების მიზეზია. სააკაშვილის გარემოცვა ფიქრობს, რომ კლინიკა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს.
"ქართულ ოცნებაში" კი ფიქრობენ, რომ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია და პასუხისმგებლობა თავად მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტზეა.
"სააკაშვილის აქტთან დაკავშირებით საზოგადოება ისმენს უკვე წელიწადნახევარზე მეტია ამ აპოკალიფსური სურათის დახატვის მცდელობას. სხვადასხვა ასპექტებითა და საშუალებით ხდება ამის გაკეთება, მაგრამ მთავარი არის ერთი რამ, რომ ჰკითხეთ მის ადვოკატებს, ოჯახის წევრებს, დედამისს ჰკითხეთ - ქალბატონი ალასანია ლაპარაკობს ერთს, მრავალფეროვანი ადვოკატებით არის წარმოდგენილი სააკაშვილის სასამართლო პროცესზე. ეს ადვოკატებიც ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე საუბრობენ და ურთიერთგამომრიცხავ საკითხებს აყენებენ," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეალუდა ღუდუშაური.
ავტორი: ანა ბუავა