საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩი იმყოფებოდა. ის უწყებამ თავად დაიბარა.
დიპლომატის დაბარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის სურ ლინდერ ბრეკეს სახელობის ჯილდო გადასცა.
ნორვეგიელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა.