პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიისგან ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდოს გადაცემას, უკიდურესი ცინიზმი უწოდა.
"ბრეივიკი იყო ადამიანი, რომელმაც თავად გამოჰკრა სასხლეტს ხელი და ამით დახოცა ბევრი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო და ისე ხოცავდნენ ადამიანებს. უკიდურესი ცინიზმია, მიხეილ სააკაშვილს ჯილდო მიანიჭო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ყველაზე ბოროტული სისტემა სადაც შექმნა, მაინცდამაინც იქ საპირისპირო მტკიცებულების შექმნა და სააკაშვილის გათეთრება არის უკიდურესი ცინიზმი ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ," – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.