ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას არ ეწინააღმდეგება - ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ,,რია ნოვოსტის" განუცხადა.
საგარეო უწყების განმარტებით, ქვეყანა იძულებულია მეზობელ ქვეყნებში ნატოს შესაძლებლობების გაზრდას უპასუხოს.
მათი განცხადებით, ბელარუსი დასავლეთის რეაქციას რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების გეგმასთან დაკავშირებით განიხილავს როგორც „პირდაპირ და უხეში ჩარევას დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, რომელიც მიზნად ისახავს გეოპოლიტიკური კურსის შეცვლას და ბელარუსის შიდა პოლიტიკური სისტემის შეცვლას"