15 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
როგორ აფასებენ პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემას

ოპოზიციაში, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემას აფასებენ. 

თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებაში"  მიხეილ სააკაშვილის დამსახურებები აღიზიანებთ. 

"მათ აღიზიანებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ბევრი რეფორმა უკავშირდება, მათ ყველაფერი სძულთ და აღიზიანებთ რაც სააკაშვილს უკავშირდება, თუმცა ისინი იმას ვერ აცნობიერებენ რომ მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს ისტორია,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ”ანტიკორუფციული მოძრაობის” თავმჯდომარე ვახო ურუშაძე. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი კი ექსპრეზიდენტისთვის ადამიანის უფლებების თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემა, შეუფერებელი იყო. 

"მე მესმის რომ პატიმარი პრეზიდენტის მხარდასაჭერად ეს არის რაღაც კეთილი სურვილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვა ფორმის შერჩევა შეიძლებოდა, რადგან დემოკრატია და ადამიანის უფლებები ნამდვილად იყო აქილევსის ქუსლი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები