სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, ექიმების მიერ გაცემული რეკომენდაციები შეასრულოს.
მისივე განცხადებით, ამ დრომდე, მიხეილ სააკშვილი უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებაზე და სამედიცინო მანიპულაციებზე.
"გვინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს. უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებაზე და სამედიცინო მანიპულაციებზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვა და შეასრულოს მათი დანიშნულებები.
რაც შეეხება მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ დრომდე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სრულყოფილი, გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის,"- აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე.