06 ოქტომბერი 2024,   18:11
ვრცლად
უკრაინას გაზაფხულზე კონტრშეტევის კარგი შანსი აქვს - ლოიდ ოსტინი

პენტაგონის ხელმძღვანელის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინას გაზაფხულზე კონტრშეტევის ძალიან კარგი შანსი აქვს.

როგორც ლოიდ ოსტინმა აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე განმარტა, უკრაინელებს კონტრშეტევის გაზაფხულზე დაწყების შანსი რუსული ძალების გამოფიტვისა და დასავლეთიდან მიღებული შეიარაღების დამსახურებით აქვთ.

ოსტინის თქმით, უკრაინას დღეს საგრძნობი უპირატესობა აქვს იმის მიუხედავად, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია ცვალებადი იყო და ქალაქ ბახმუტთან სერიოზული ბრძოლა გრძელდება.

ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინელების წარმატებული მოქმედებების შედეგად, რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი დანაკარგი და სამხედრო ტექნიკის დანაკლისი აქვთ. ამის გამო, ოსტინის თქმით, რუსეთი იძულებულია, ჩრდილოეთ კორეა და ირანს დახმარების თხოვნით მიმართოს.

დღის ამბები