სადავო კანონპროექტის შეჩერების მიუხედავად, ისრაელში პროტესტი არ წყდება. ასობით მომიტინგე კვლავ ქუჩებში გამოვიდა.
დემონსტრანტები თვლიან, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად ზეწოლის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
არსებულ კრიზისში გამოკითხვების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუ მოსახლეობის 68%-მა დაადანაშაულა. წინააღმდეგობის მიუხედავად, სასამართლო რეფორმის გატარების შემთხვევაში ბოიკოტით იმუქრება ოპოზიცია.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი, რომელმაც ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, უზენაეს სასამართლოს მთავრობის მიერ მიღებული კანონების შეჩერების უფლებას უზღუდავს, მთავრობისთვის კი მოსამართლეების შერჩევის პროცესში უფლებამოსილებას ზრდის.