15 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
"ხან იძახიან, რომ იკლებს, ხან იძახიან, რომ იმატებს - თურმე არ ჭამს, მაგრამ, იმატებს, ეს როგორ ხდება მეც არ ვიცი"-გიული ალასანია 

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, გაითვალისწინოს სამედიცინო პერსონალის მოთხოვნა და შეასრულოს მათი დანიშნულება.

უწყების სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილი უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებასა და სამედიცინო მანიპულაციებზე. რაც შეეხება მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების მონაწილეობის საკითხს, დღემდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით მას არ აქვს ინფორმაცია.

"ხან იძახიან, რომ იკლებს, ხან იძახიან, რომ იმატებს- თურმე არ ჭამს, მაგრამ, იმატებს, ეს როგორ ხდება მეც არ ვიცი...მე ვხედავ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში, არის ცარიელი ძვალი და ტყავი. ვერ მოძრაობს არანაირი ძალა აღარ აქვს. პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით, მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. იმიტომ, რომ ეს ჩემი ინიციატივა არ ყოფილა.

ვიცი, რომ ისინი მზად არიან, აქვთ გამზადებული შესაბამისი აღჭურვილობით სპეცრეისი, რომელიც შესაძლებლობას მისცემთ მათ საჭირო ანალიზები ჩატარდეს, მაგრამ როგორც ჩანს აქედან არის, ისინი თუ თანახმა არიან, მაშინ აბა რა უშლით ხელს. ახლა მოვუტანე ახალი კარტოფილი, სალათა, კვერცხი, რასაც შეჭამს აქედან შეჭამს,"-აცხადებს გიული ალასანია.

დღის ამბები