15 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ოჯახი, ადვოკატების მხარე, "ნაციონალური მოძრაობა", ამ საკითხს არ უყურებს, როგორც პოლიტიკურ საკითხს - ლევან ბეჟაშვილი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, გაითვალისწინოს სამედიცინო პერსონალის მოთხოვნა და შეასრულოს მათი დანიშნულება.

უწყების სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილი უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებასა და სამედიცინო მანიპულაციებზე. რაც შეეხება მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების მონაწილეობის საკითხს, დღემდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის.

ამასთან, პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ხელისუფლება უნდა მოიქცეს პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

"ოჯახი, ადვოკატების მხარე, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" პარტია, ამ საკითხს არ უყურებს, როგორც პოლიტიკურ საკითხს და სთავაზობს ხელისუფლებას, რომ ყოველგვარი პოლიტიკური მდგენელის გარეშე, ობიექტურად მიიღოს გადაწყვეტილება, ჰუმანური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. როგორც პოლიტპატიმრის, როგორც პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე,"-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი. 

დღის ამბები