თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციონერი წევრები რამდენიმე ქალის მიერ საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებას ეხმაურებიან, რომელიც სექსუალურ შევიწროებას ეხება. მათი თქმით, მნიშვნელოვანია საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით ქმედითი ნაბიჯები გადადგას, მაგალითად - მოუწოდოს შესაბამის უწყებებს მოხდეს ობიექტური გამოძიება და ქალთა მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს.
ბრიფინგს გამოეხმაურა საკრებულოს უმრავლესობაც. გენდერული საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, საბჭო ყველაფერს აკეთებს რათა შესაბამისი ზომები გატარდეს. ის ტყუილს უწოდებს ბრალდებას, რომ თითქოს ამ საკითხზე უმრავლესობა დუმს.