პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სპეკულაციისთვის სივრცე აღარ რჩება ოპოზიციას, თუ ოჯახს სურს, რომ რომელიმე კონკრეტული უცხოელი ექიმი ჩართოს გამოკვლევებში, ეს უზრუნველყოფილი იქნება.
როგორც ანრი ოხანაშვილი განმარტავს, ექსპრეზიდენტს ყველანაირი სამედიცინო მკურნალობა უტარდება და ახლა მთავარი პაციენტმა მიიღოს და გაითვალისწინოს მედიკოსების რეკომენდაციები.
"სამწუხაროდ, ის არის თვითდაზიანების რეჟიმზე. ერთადერთი რაც მანდ უნდა გააკეთოს, რეკომენდაციები, რომ მან უნდა მიიღოს საკვები, ეს შეასრულოს- სხვა რეკომენდაცია მასთან მიმართებაში არ არის გაცემული.
ის უზრუნველყოფილია განუზომელი რაოდენობით სამკურნალო დაწესებულებაში ვიზიტორებით, მას სტუმრობენ ოჯახის წევრები, მისი უფლებები არის გარანტირებული და დაცული. ერთადერთი, რაც მან უნდა განახორციელოს და მასზეა დამოკიდებული, ანუ, სახელმწიფოზე კი არ არის დამოკიდებული- სახელმწიფო ყველა სერვისს აწვდის. მასზეა დამოკიდებული, რომ ის რაციონი, რაც მას შესაბამისი რეკომენდაციის სახით აქვს გაცემული, რომ მიიღოს. ანუ, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რომ კონკრეტულ პატიმარს, შესთავაზოს კონკრეტული სერვისები.
სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რომ უფლებრივი დაცვის თვალსაზრისით პატიმარი იყოს გარანტირებული. ახლა დარჩენილია მასზე უკვე ნაბიჯი, რომ მიიღოს საკვები, სხვა საკითხი აქ ვერც იქნება განხილული. რაც შეეხება ექიმების საკითხს- აქაც საუბარი იყო სპეკულაციაზე, რომ ექიმს არ აძლევენ შესვლის საშუალებას.
გახსოვთ, რომ უცხოელი ექიმები იყვნენ ჩამოსულები, შევიდნენ, განახორციელეს გამოკვლევები, არავის არ შეუფერხებია. ამიტომ, იუსტიციის სამინისტროდანაც გაკეთდა განცხადებები, რომ თუ, ოჯახს სურს, რომ რომელიმე კონკრეტული უცხოელი ექიმი ჩართოს გამოკვლევასთან დაკავშირებით, ეს უზრუნველყოფილი იქნება და სად რჩება სპეკულაციის სივრცე, ეს უკვე გაუგებარია ვინაიდან არავითარი სასპეკულაციო სივრცე აღარ არსებობს,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.