ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები თბილისში - ბოლო შეხვედრა მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან გამართეს.
მთავარი თმები იყო 12 რეკომენდაციის შესრულება და პოლიტიკური პარტიების ხედვა ამ მიმართულებით, ასევე, საპარლამენტო მუშაობის ნაწილი, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა და დემოკრატიის განვითარება.
მანამდე მათ, ასევე, ჰქონდათ შეხვედრები ოპოზიციასთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან. დღის განმავლობაში ევროპელი სტუმრები ოპოზიციის გარდა შეხვდებიან მმართველი გუნდის წევრებსაც.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ საქართველომ უნდა შეძლოს ევროკავშირში გაწევრიანება.
"ჩვენ ვისაუბრეთ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე პარლამენტში. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს პარტნიორებ,ს სირთულეების და პრობლემების მიუხედავად, საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა არსებული რეფორმის გატარებით ევროკავშირში გაწევრიანება,"- აცხადებს აქუბარდია.
"გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა, რომ ორი მთავარი საკითხი განიხილეს ბუნებრივი ბარიერები და სასამართლო სისტემა.
"ყურადღება გავამახვილე ორ საკითხზე, ეს არის ბუნებრივი ბარიერი, რომელიც გამოიწვევს პოლარიზაციის შემცირებას და ახალი მოთამაშეების შემოსვლას პოლიტიკაში და მეორე - ეს არის ნაფიც მსაჯულთა სისტემის გაფართოება ყველა კრიმინალურ საქმეზე,"- აცხადებს ჰერმან საბო.