15 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
ყველა ის რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული, რომელიც თავსებადია საუკეთესო ევროპულ სტანდარტთან - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ყველა იმ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, რომელიც ევროპულ სტანდარტთან იქნება თავსებადი.

"ჩვენი ევროპელი კოლეგების ინტერესის საგანი იყო რამდენად იყო ყველა სამუშაო ჯგუფი პროცესში ჩართული. აინტერესებდათ რა ნაბიჯებს ვდგამთ და როგორ ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც იურიდიული კომიტეტის პრეროგატივაა ეს არის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი და სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები.

ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ვენეციის კომისიიდან მიღებული გვაქვს დასკვნები და ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც თავსებადია საუკეთესო ევროპულ სტანდარტთან იქნება გათვალისწინებული,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები