მიხეილ სააკაშვილი ისევ არ იღებს საჭირო კალორაჟს, მის წონასთან დაკავშირებით კი ოჯახი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს - განცხადება კლინიკა "ვივამედში" გაკეთდა.
მანამდე კი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სააკაშვილს, გაითვალისწინოს სამედიცინო პერსონალის მოთხოვნა და შეასრულოს მათი დანიშნულება.
უწყების სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილი უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებასა და სამედიცინო მანიპულაციებზე.
განცხადება გააკეთა გიული ალასანიამაც, ექსპრეზიდენტის დედა ამბობს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"სულ უფრო და უფრო სუსტადაა, მოხრილია ვერ წარმოიდგენთ, როგორ საშინლად გამოიყურება. რა დარჩა იმ ჩემი შვილისგან, მართალი გითხრათ არ ვიცი, რომ ვუყურებ ისე საშინლად გამოიყურება, წონაზე საუბარი ზედმეტია. ელოდება იმ ექიმებს და ძალიან უცნაურად ეჩვენება, რომ არ შემოუშვეს,"-აცხადებს გიული ალასანია.